ტექსტი

* * * ეს ის ჟამია როდესაც ხვდები

ჭილაძე ოთარ

40769 ნახვა · დღეს 19

                                  ს. ი
ეს ის ჟამია, როდესაც ხვდები,
რომ მიტევებაც არის სასჯელი,
ტანჯვაც შვებაა და ღმერთის ნებით,
განვლილი ბევრად სჭარბობს დარჩენილს!

ეს ის ჟამია, როდესაც გინდა
დაჯდე, დაწერო ბოლო წერილი,
თუმცა სასწაულს კვლავ ელი ციდან
და განვლილს ბევრად სჯობს დარჩენილი!

1995

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე