ტექსტი
წამსვლელი თვითონ დგება და მიდის -
ჭილაძე ოთარწამსვლელი თვითონ დგება და მიდის -
ზღვებსაც აცოფებთ ზედმეტი წვეთი.
მე ჩემს თავს უფრო ძლიერად ვთვლიდი
სხვა არაფერი შემშლია მეტი.
დრო მეც ზარივით დამემხო თავზე.
არადა, ალბათ კიდევ რამდენ ხანს
უნდა იდინოს ამ მტკვარმა ასე.
1992