ტექსტი
ლიკანი
ჭილაძე ოთარ40728 ნახვა · დღეს 1
ჩაივლის მწვანე ელმავალი და ხეობაშ,
ჯანღივით ნელა ჩაწვება ფიქრი:
გამოვლილ გზებზე, ჩამქრალ ჭაღებზე,
ჩამოშვავებულ მწვერვალებზე და ასე შემდეგ...
ელმავალი კი მიდის, მიდის, თავისთვის მიდის
და უიმედოდ ჩამორჩენილ მგზავრივით მისდევს
აყვავებული თეთრად ტყემალი.
1988