ტექსტი
* * * შენ ხარ ჩემი ჯილდოც
ჭილაძე ოთარ40726 ნახვა · დღეს 1
შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც,
გულზე არხლოს ხარ და ღმერთზე ზემოთ,
ჩემო ტანჯულო, ჩემო მტანჯველო,
დაულეველო სამშობლოვ ჩემო!
შენთან ვარ, მაგრამ მაინც დაგეძებ,
როგორც დაეძებს საჭმელს მშიერი
და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე
შემაძრწუნელად ვარ ბედნიერი.”
1982