ტექსტი
ბავშვის დაკრძალვა
ჭილაძე ოთარ40733 ნახვა · დღეს 1
ის, არსაიდან მოვლენილი,არსაით მიდის.
თანდაყოლილი უნდობლობით, შიშით და რიდით -
ნიბლიასავით, ერთი წამით ჩამოჯდა სარზე
და გაქრა კიდეც... არც ყოფილა თითქოს საერთოდ.
არარსებული სიხარულით და შვებით სავსე,
არარსებული სოფლისაკენ მიჰყავს ფაეტონს.
1980