ტექსტი

* * * ფერმკრთალ სარკმელში

ჭილაძე ოთარ

40749 ნახვა · დღეს 1

ფერმკრთალ სარკმელში შემოდის ნელა
გამდნარი მთვარის თბილი ნაკადი
და სულდგმულივით იღვიძებს, ღელავს,
რაც თითქოს მკვდარი იყო აქამდის.

ისევ ნებდება სმენაც და თვალიც
ხელახლა შობილ ხმებსა და საგნებს
და წამომჯდარი საწოლში ქალი
მონუსხულივით შესცქერის სარკმელს.

1975