ტექსტი

ბავშვები

ჭილაძე ოთარ

40729 ნახვა · დღეს 1

უკვე იციან და უკვე უყვართ,
უკვე სხეულით წინასწარ გრძნობენ,
სად გამოჩნდება ციხე ან მუხა,
საყდარი, მღვიმე, ხიდი ან ღობე.

უკვე ქალობენ, უკვე ბიჭობენ,
უკვე დუღაბში დგანან მუხლამდე...
არ შეიძლება, რომ არ იცოდნენ!
არ შეიძლება, რომ არ უყვარდეთ!

1973