ტექსტი

* * * მუქი, ძალიან მუქი ჩრდილები

ჭილაძე ოთარ

40775 ნახვა · დღეს 22

მუქი, ძალიან მუქი ჩრდილები
მტვრითა და სიცხით დაღლილ მინდვრებზე,
ცით აღტაცებულ ტაძრის გარშემო
და გარინდებულ მდინარის გასწვრივ...

ასე მგონია, გადავდგამ ნაბიჯს
და წავაწყდები უჩინარ სიმებს
და მთელ ქვეყანას მოეფინება
იმ უჩინარი სიმების ხმები.

1960

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე