ტექსტი
განჯა: ყადის სახლი
ქურდიანი მიხეილ2949 ნახვა · დღეს 1
_ ხედავ ვინახავ _ მიმხელს ფარხადი
რაც ნაყიდ სახლში დამხვდა ჯვარ-ხატი.
უცნაურია არა, ყადისგან?
_ ვხედავ მართალი კაცი ხარ ყადი:
შენს აივანზე ბუდე აქვს მერცხალს,
შენს სახურავზე ცხოვრობს ყარყატი.