ტექსტი

* * * მზისდარი ქალის ამ მუდარიან

ქურდიანი მიხეილ

2995 ნახვა · დღეს 21

მზისდარი ქალის ამ მუდარიან
თვალებში დარდის ნაბუდარია

დაუშრა შენი კოცნით ცრემლები
მათ ნაცვლად ღამის ცას უდარია 

თმები დაღვრილი შენი დაღლილი
უდაბნოს მკერდზე ამოდ არიან 

ვით არალის ზღვის ორი ნაწნავი
სირ-დარია და ამუ-დარია.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე