ტექსტი

ლექართი*

ჰერელი (ზაზა სუყაშვილი)

2868 ნახვა · დღეს 1

შჳილო, ბევრჟე მითქომ:
-
წჳრილფეყ-დიდიანად
სოფელს აგდებენ და ქალაქშ მიდიანავ!
აბა ვისთვის ვლეწო გლეხმა კალოები,
როცა ფუძეს ასე აუბრალოებენ... -
როცა სახლს ყიდიან მამულ-მიწიანა,
კუთხე იყიდება, განა იციანა?!
კომლი აღარ ადის ქართულ ქოხები და
ეზო-მენაჴებიც ასე ოხრდებიან.
ერთი პეშვი წყლით და ქოთნის ლობიოთი
დღევანდელობამდე ტკბილა მოვდიოდით.
დღეს კი დაივიწყეს კუთხე ზურმუხტული,
მარტო საით წავა გლეხი ქურმუხულით?!
შჳილო, ბევრჟე მითქომ:
-
წჳრილფეყ-დიდიანა
სოფელს აგდებენ და ქალაქშ მიდიანავ!



----------

ლექართი - სოფელი კახის რაიონში
მენაჴი - ვენახი