ტექსტი

აჰა, სიმღერას გიტოვებ, ქალო

უძილაური ელგუჯა

გულს ქარიშხალი ვერ დაიმონებს,
თავად ქარიშხლობს დღით და ღამითა,
შენი სიცივე მყინვარს მაგონებს,
მიხვალ, მშვენება მიგაქვს ყვავილთა.
ნუ გამიქრები, ქალავ, უკვალოდ,
ფშავ-ხევსურეთის ხატებს გაფიცებ,
შევეწირები ამ მთებს უდაოდ,
ქარსა და ნისლში გზას ვერ გავიგნებ.
მაგ თვალთა ხიბლი, ვიცი, არ მწყალობს,
ციცაბოებზე მიმტრო ბილიკმა,
აჰა, სიმღერას გიტოვებ, ქალო,
დაგეფინება გზებზე თილისმად.

პარტნიორი techbro.ge