ტექსტი

ღმერთო, არ მაჰკლა კაი ყმა

უძილაური ელგუჯა

                                ტარიელ მჭედლურის ხსოვნას

მზე ხო მზე არი, ელვარე,
რიჟრაჟის მოსვლას მოჰყვება,
შუქმფენი, სახემცინარი
ცარგვალზე მიდგებ-მოდგება.
მაგრამ ხანდახან ისიცა
ბინდისფრად შაიმოსება,
ნისლებს წაიფენს მკერდზედა,
როცა კაი ყმა მოკვდება.
სოფელი ბრიყვებს დარჩება,
სიავით დაგვაღონებენ,
მტერთაც ის უნდა, კაი ყმის
სიკვდილს თ გაიგონებენ.
დამრცალთა უპატრონოდა
მოვლენ და დაგვიმონებენ.
ღმერთო, არ მაჰკლა კაი ყმა,
სიცოცხლემაუწყინარი,
ვეღარას არგებს მამულსა
სიკვდილის ძალით მძინარი.
ნუმც ვნახო დედა კარგისა
თვალზე ცრემლცამამდინარი,
დრეებს ჩამოლევს ტანჯვითა
შვილის საფლავზე მტირალი.

პარტნიორი techbro.ge