ტექსტი

მაღალმა მთებმა გამზარდეს

უძილაური ელგუჯა

6827 ნახვა · დღეს 17

მარალმა მთებმა გამზარდეს
მართვეი შევარდნისაო,
მეტყოდა ძილისპირულსა
ცელქი ნიავი მთისაო.
მკერდში ჩამიდვეს გულადა
ნატეხი სალი კლდისაო,
აიმით მეთავისება
სამშობლო არწივისაო.
აჰყვება მთების ნიავსა
ყვირილი ხარ-ირმისაო,
სადა ხარ, ჩემო ლამაზო,
ყვავილო ედემისაო?
თუ უშენობამ არ მამკლა
ტყვია ვერ მამკლავს მტრისაო.
წახვალ და დაიბინდება
ლაჟვარდი ლურჯი ცისაო,
ჩავლენ და აღარ ამოვლენ,
სხივნი ქრებიან მზისაო.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე