ტექსტი
ვერსად გპოვე
უძილაური ელგუჯა6783 ნახვა · დღეს 1
ქარაფ-ქარაფ, ქართან ერთად,
უკვალავი გზებია,
ვჭყაპუნობდი, მიმოვქროდი
ჩემი ლურჯა ცხენითა.
დაგეძებდი, მოგიხმობდი
ჩანჩქერების ქნარითა,
შენი სახე ცის კიდესთან
ინთებოდა მთვარითა.
რად არ მოხველ, გაგითბობდი
მხრებს ლეკური ნაბდითა,
ღამის ლანდებს სიყვარულზე
ვამღერებდი ქნარითა.
ვერსად გპოვე, შენს ძებნაში
სიჭაბუკე წავიდა,
ხელმოცარულ მხედარს ვგევარ
ყრმობის დღეთა ზღაპრიდან.