ტექსტი

მზექალა

უძილაური ელგუჯა

6824 ნახვა · დღეს 17

ბევრჯერ დავლახე ცხენდაცხენ
მთბი, ზეცამდე მაღალი.
შენს ღიმილს, ჩემო მზექალავ,
ვერ დამავიწყებს სხვა ქალი.
კლდისად ნატყორცნი მეხივით
გულში მკარ თვალთა ისარი,
დამინაძოძე, ქალბნელო,
ტიალი გულის ფიცარი.
შენს ნატერფალზე ხარობენ
ყვავილნი მაღლის მთისანი,
გნახვენ და გალაღდებიან
არწივნი სალის კლდისანი.
ერთხელ ვერ გადაგეხვიე,
ვერ ავიხდინე მიზანი,
მკვდარ მაინც დამიტიროდე,
ნაწნავ დამხურენ მთისანი.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე