ტექსტი

*** "იმ სურვილებით უნდა გავქვავდე"

შიოლაშვილი ირმა

767 ნახვა · დღეს 17

იმ სურვილებით უნდა გავქვავდე,
ხეს რომ დაადნა წვიმის წვეთებად,
ყველას წვიმების მადლი გფარავდეთ _
მე... ჩემი მადლიც მეიმედება
და გდარდობთ. თუმცა შეშლილი მარტი
როცა ტკივილებს აცლის მზეტიალს,
მე გამოვდივარ სახლიდან მარტო,
და დაღლილ ცრემლში ვიწყებ ხეტიალს.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე