ტექსტი

* * * რომ გადავხედე იმ დღეს

ჭანტურია ტარიელ
რომ გადავხედე იმ დღეს დილით
მშვიდ, აუმღვრეველ, ამაყ სენას,
ჩემი მტკვარი და სცენა მისი
და ტაშისცემა გამახსენა...

გამიღიმა და მოწონების
ნიშნად მიჩვენა ქალმა ცერი!
რა იყო მაინც იმ დღეს სენა -
ზედ მზის ციალი ალმაცერი...