ტექსტი

კიბე

შამუგია პაატა

1004 ნახვა · დღეს 28

"ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი."
               გრანელი 

ტოტიდან ტოტზე, როგორც მთვარიდან მზეზე,
გადაფრინდა ჩიტი.
ჩიტიდან ჩიტზე, როგორც ტოტიდან ტოტზე,
გადაფრინდა ქარი.
ქარიდან ქარზე, როგორც ჩიტიდან ჩიტზე,
გადაფრინდა ფიქრი.
ფიქრიდან ფიქრზე, როგორც ქარიდან ქარზე,
გადაფრინდა ლექსი

და აი, ისიც!

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე