ტექსტი

* * * მე ვიცი, ფიცარს აწვება მიწა

ჯაყელი ქეთი
მე ვიცი, ფიცარს აწვება მიწა
და ქარში გცივა.
რომ, როცა მზეა თბილისის თავზე,
იმქვეყნად თბილა.
და როცა ბნელში უშენოდ მტკივა,
სასთუმალივით მისწორებ სიზმარს.
მე ვიცი, როცა ქარია გარეთ,
კარებთან შენი დუმილი მიცავს.