ტექსტი
მარჯანიშვილის მოედანთან
კვიტაიშვილი ემზარ
ტანი, მორევში დანთქმული
და ფეთქვა, მოუწყინარი,
იმ ღამის და იმ წუთების
დამბრუნებელი ვინ არი?
რად აღარ დამეღირები
გულის საფლეთად, სადაღად,
რა შემოაქცევს გასხლეტილს,
როგორ მოგაგნო, სადა ხარ?
დილამდე გავძელ უძილოდ,
სხვა ცეცხლი მწვავდა, სხვა ძალა...
ორმოში ორმოცდახუთი
წელი, ნეტა ვინ ჩაცალა?
და ფეთქვა, მოუწყინარი,
იმ ღამის და იმ წუთების
დამბრუნებელი ვინ არი?
რად აღარ დამეღირები
გულის საფლეთად, სადაღად,
რა შემოაქცევს გასხლეტილს,
როგორ მოგაგნო, სადა ხარ?
დილამდე გავძელ უძილოდ,
სხვა ცეცხლი მწვავდა, სხვა ძალა...
ორმოში ორმოცდახუთი
წელი, ნეტა ვინ ჩაცალა?