ტექსტი

(03)

კვიტაიშვილი ემზარ

3038 ნახვა · დღეს 19

არაფერი ეშველება
სხეულს მოღლილს, გაცვეთილს,
როგორ მზარავს სასწრაფოს
მანქანა საკაცეთი.

მელანდება სულთმობრძავი,
ხსოვნა რას არ მატენის;
გაკრთა კუთხე ყავისფერი
მუშამბის, დერამტინის.

თვალს ვაყოლებ ნომერსა და
გადაქლეტილ საღებავს;
ღმერთო, ნურვის დასჭირდება
ამის გამოძახება!

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე