ტექსტი
მიწის მიყრამდე
კვიტაიშვილი ემზარ
(მუხათგვერდისსასაფლაო)
შრიალი ჯუჯა მუხების.
ლურჯი დამყურებს ცარგვალი.
საკვირველია ფრთებგაშლილ
კვირიონების კვარკვალი.
ახალგაჭრილი სამარე.
ნუგეში შველის კაეშანს.
ერთს ვმარხავთ, დანარჩენები,
დაღმართზე უნდა დავეშვათ.
შრიალი ჯუჯა მუხების.
ლურჯი დამყურებს ცარგვალი.
საკვირველია ფრთებგაშლილ
კვირიონების კვარკვალი.
ახალგაჭრილი სამარე.
ნუგეში შველის კაეშანს.
ერთს ვმარხავთ, დანარჩენები,
დაღმართზე უნდა დავეშვათ.