ტექსტი

პიკასოს უკვირს

კალანდაძე ანა

9507 ნახვა · დღეს 23

(ზოგიერთივაიჟურნალისტისმიმართ)

უკვირს პიკასოს: როგორ "ავხსნა,"
ზეცა ვით მწყალობს,
უზენაესის შთაგონებით
ვით ვარ დანთქმული?
რად არ კითხულობთ, მაგალითად,
ჩიტი ვით გალობს,
ან...
როგორ ვსუნთქავ,
ხელებს... სულში
როს მიფათურებთ?!

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე