ტექსტი

* * * როცა მართლა უდარდელად დადიან

ფირცხალაიშვილი თემურ
როცა მართლა უდარდელად დადიან,
ვინ იდარდებს სევდიანი მოტივით...
ყველა ჩემი შეცოდება დარდიან
გულზე მაწევს ასფუთიან დოლივით!
აღსარებას კაცი ვამბობ უბრალო,
მეშინია, იმდენი მაქვს ცოდვები...
ერთი რამე მანუგეშებს, უფალო:
გვიან, მაგრამ გულით გიახლოვდები!