ტექსტი
* * * ვგრძნობ იარა მოშუშდება ხხვალე ვერ
ფირცხალაიშვილი თემურ
ვგრძნობ იარა მოშუშდება ხვალე ვერ,
მეც მომწყინდა, მოსაწყენად რომ წვიმს...
ღვინოს ძმები ჩემს ქელეხში დალევენ,
რადგან ქვეყნად ვერ ვეღირსე ქორწილს!
რაც დრო გადის, უიღბლობა დამჩემდა:
ცხოვრებაში დღე ვერ ვნახე ტკბილი...
უბატონოდ ბედი ხმას ვერ გამცემდა,
ერთი მაინც რომ მყოლოდა შვილი!
მეც მომწყინდა, მოსაწყენად რომ წვიმს...
ღვინოს ძმები ჩემს ქელეხში დალევენ,
რადგან ქვეყნად ვერ ვეღირსე ქორწილს!
რაც დრო გადის, უიღბლობა დამჩემდა:
ცხოვრებაში დღე ვერ ვნახე ტკბილი...
უბატონოდ ბედი ხმას ვერ გამცემდა,
ერთი მაინც რომ მყოლოდა შვილი!