ტექსტი

* * * ადრე დაკეცა ოცნებამ ფრთები

ფირცხალაიშვილი თემურ
ადრე დაკეცა ოცნება ფრთები,
არავის თხოვდი ამქვეყნად შველას.
როცა ყველასთვის ზედმეტი ხდები,
თვითონვე უნდა მოშორდე ყველას.
წყვდიადმა შთანთქა დღეები ქარვის,
ახლა ყველაფერს გაუძლო უნდა.
შენი წუხილი აწუხებს არვის,
ცოცხლად დაგმარხონ მიწაში თუნდაც.