ტექსტი
* * * თუკი გტანჯავდა დარდი ფარული
ფირცხალაიშვილი თემურ
თუკი გრანჯავდა დარდი ფარული,
ალბათ მიხვდები, რარიგ ძნელია:
ვერც მწუხარება, ვერც სიხარული,
კაცისთვის რომ ვერ გამიმხელია...
სადღაც მივდივარ, როგორც ლტოლვილი,
ცაზე ჩამქრალა ჩემი ვარსკვლავი.
შორს მოჩანს ქედი ჩამოთოვლილი,
ფიქრს ერთვის ფიქრი გულმოსაკლავი...
ალბათ მიხვდები, რარიგ ძნელია:
ვერც მწუხარება, ვერც სიხარული,
კაცისთვის რომ ვერ გამიმხელია...
სადღაც მივდივარ, როგორც ლტოლვილი,
ცაზე ჩამქრალა ჩემი ვარსკვლავი.
შორს მოჩანს ქედი ჩამოთოვლილი,
ფიქრს ერთვის ფიქრი გულმოსაკლავი...