ტექსტი
* * * თითქოს მიჭერენ რკინის მარწუხებს
ფირცხალაიშვილი თემურ14784 ნახვა · დღეს 1
თითქოს მიჭერენ რკინის მარწუხებს,
სული ჯვარცმული ბეწვზე ჰკიდია.
როცა არაფრის დარდი მაწუხებს,
ჩემი წუხილი უფრო დიდია.
ცაზე ელვაა... ისმის ქუხილი...
მალე საცაა უნდა გაწვიმდეს.
ღმერთო! ამდენი ფიქრი, წუხილი,
ამქვეყანაზე იქნებ არც ღირდეს?!
სული ჯვარცმული ბეწვზე ჰკიდია.
როცა არაფრის დარდი მაწუხებს,
ჩემი წუხილი უფრო დიდია.
ცაზე ელვაა... ისმის ქუხილი...
მალე საცაა უნდა გაწვიმდეს.
ღმერთო! ამდენი ფიქრი, წუხილი,
ამქვეყანაზე იქნებ არც ღირდეს?!