ტექსტი

* * * მტანჯველია ფიქრი, მენდე

ფირცხალაიშვილი თემურ

14781 ნახვა · დღეს 1

მტანჯველია ფიქრი, მენდე,
სისხლით ნაწერ სტრიქონებს -
ამქვეყნიდან წასვლის შემდეგ
ნეტა ვინ მომიგონებს?
ქარიშხალი გულშიც ქროდა
(თოვს. თეთრია ქედები).
ამ ქვეყნიდან წახვალ, ჰოდა.
ვიღას გაახსენდები...