ტექსტი

* * * ალბათ ტკივილი ბედმა ინება

ფირცხალაიშვილი თემურ

14825 ნახვა · დღეს 19

ალბათ ტკივილი ბედმა ინება,
გული დაფარა მღელვარე ტალღამ.
რაღა დავმალო, შენი ცვლილება
კარგა ხანია შევნიშნე, მაგრამ -
რაღამ შეცვალა ზეცა, ვარდები,
ანდა დღეები მზიანი, თბილი...
ერთხელ იქნება, მეც დავადგები:
თეთრი ტაძრისკენ მიმავალ ბილიკს.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე