ტექსტი

* * * წვიმს უკვე თითქმის მთელი კვირაა

ფირცხალაიშვილი თემურ
წვიმს უკვე თითქმის მთელი კვირაა,
წყალში ცალ ფეხზე თვლემენ ყანჩები.
ტანჯვის მიზეზი ერთხელ თქვი რაა,
თორემ შენს ტანჯვით მეც ვიტანჯები.
მაგრამ მიცქერი მაინც იჭვით, თან
ამბობ: ოდესღაც გულში მზე მენთო.
ხოლო დღეს მართლა რაღა მიჭირდა,
ტანჯვის მიზეზის თქმა რომ შემეძლოს...