ტექსტი

* * * ბავშვობა - ხის ტოტზე შემჯდარი

ფირცხალაიშვილი თემურ

14823 ნახვა · დღეს 17

ბავშვობა - ხის ტოტზე შემჯდარი,
ლამაზი, პატარა ჩიტი -
იმგვარად გაფრინდა ღმერთმანი,
თითქოს ქვა მესროლოს მისთვის.
გაფრინდა უსაზღვრო სივრცეში,
ვითარცა მერნები მზისკენ.
ბავშვობა (სულს ეშმაკს მივცემდი),
რომ დაბრუნდებოდეს ისევ.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე