ტექსტი

ციკლიდან \"ეროტიკული ჰაიკუ\

იათაშვილი შოთა

6879 ნახვა · დღეს 2

სარეცხის თოკზე
ზეწარი რომ გაკიდა,
ეზოში მოთამაშე ბავშვებმა ამოიხედეს.

* * *
ყვავილებს ვრწყავდი.
წყალი მომთხოვა და
ჩაიდნის ღარიდან დავალევინე.

* * *
შიშველ სხეულზე ხალათი მოიცვა და
იატაკს გვის.
მე თმის ღერებს ვაცლი ბალიშს.

* * *
იატაკზე ტარაკანა გაცოცდა და
ძირს დაგდებულ
ბიუსტჰალტერს შემოუარა.

* * *
ძველებური საათის ქანქარა
ჩვენს რიტმს აყვა,
ჩამორჩა და ბოლოს გაუსწრო.