ტექსტი

* * * გამიგებთ? - ესაა თქვენი ნება -

ფირცხალაიშვილი თემურ

14822 ნახვა · დღეს 17

გამიგებთ? - ესაა თქვენი ნება -
გამწირავთ? - შევრჩები ქარაშოტებს...
არცერთი თქვენგანის წყენინება:
ფიქრადაც მომსვლია არასოდეს!
ნუგეში იმხელა მადლი არი,
ენთები ღვთიური ნეტარებით...
გულიც რომ მატკინოთ დარდიანი:
მიყვარდით! მიყვარხართ! მეყვარებით!

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე