ტექსტი

* * * ჩაესვენება, ჩავა მზე ბევრის

ფირცხალაიშვილი თემურ

14779 ნახვა · დღეს 1

ჩაესვენება, ჩავა მზე ბევრის,
ჩამავალია ჩემი მზეც, ვხედავ.
მოსვლა ყოველი ოცი თებერვლის,
ყველა სატკივარს მავიწყებს, დედა!
ვქრები. თვალებშიც ქრება სინათლე.
რამხელა დარდი ყოფილხარ მართლა...
ალბათ მიხვდები, რასაც ვინატრებ:
ცოცხალი მყავდე ნეტავი ახლა!
...ცხადში, სიზმარშიც ჩემზე ფიქრობდა...
დგება, როდესაც თებერვლის ოცი:
ტკივილს განვიცდი ისეთს, თთქოსდა,
მხურვალე შანთით მომგლიჯეს ხორცი!