ტექსტი

* * * რაც თავი მახსოვს, დარდით ხარ სავსე

ფირცხალაიშვილი თემურ

14779 ნახვა · დღეს 1

რაც თავი მახსოვს, დარდით ხარ სავსე,
გულში ტკივილი მძლავრობს დღითიდღე...
მარტო შენს თავზე რომ იყო ასე,
შენ გემწარება მაშინ იკითხე!
ვიცი, რომ კაცი ვერ ვნახე სანდო,
სასოწარკვეთაც ალბათ ღვთით არი..
ასე შენს თავზე რომ იყოს მარტო,
შენ გაგიჟება მაშინ მითხარი!