ტექსტი

* * * განსაცდელი - ჩვენში დარჩეს სიმართლე

ფირცხალაიშვილი თემურ

14831 ნახვა · დღეს 22

განსაცდელი - ჩვენში დარჩეს სიმართლე -
იყო ჩემი ბედისწერა თავიდან...
თავს ნამდვილად ვეღარაფრით ვიმართლებ,
სამართლიან შენს წყენასაც ავიტან!
მსაყვედურობ: „მოგემართა რომ ხელი,
კვლავაც კაცი მერქმეოდა მომლხენი,
ნაღდად ვეღარ წამაქცევდა იღბალი“...
სინანული დამრცა მხოლოდ გულწრფელი,
აღსარებაც მათქმევინე შენ ახლა!
შეცოდებას ერთი რამით ვუშველი:
უნდა ვიშვა ქვეყანაზე ხელახლა...

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე