ტექსტი

* * * ფიქრიც ვეღარ მოვიშორე დამღალავი

ფირცხალაიშვილი თემურ
ფიქრიც ვეღარ მოვიშორე დამღალავი:
იყო ცრემლი... ცრემლნარევი ამბები...
მომკითხავი აღარ დარცა აღარავინ,
კაცი როგორ დარჩებოდა გამგები.
ცხოვრებაში უცნაური რამ დამჩემდა:
ვარ რატომღაც მარტოობით ცნობილი...
მეგობარმაც მიმატოვა, მაგრამ ჩემთან
დარჩა დარდი - ერთადერთი ძმობილი!