ტექსტი

* * * გაიხედავ: წითლადაა მზე ნაფერი

ფირცხალაიშვილი თემურ

14829 ნახვა · დღეს 27

გაიხედავ: წითლადაა მზე ნაფერი,
უცებ ბოღმა მოგაწვება ყელში:
ულმობელმა დრომ წაიღო ყველაფერი,
არაფერი აღარ შეგრჩა ხელში.
ცხოვრებაში ვერ შეცვალე ვერადერი,
გზაც ვერაფრით გაიკვლიე ბნელში.
ულმობელმა დრომ წაიღო ყველაფერი,
არაფერი აღარ შეგრჩა ხელში.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე