ტექსტი

ნეტავ იცოდე

ორჯონიკიძე იზა

4603 ნახვა · დღეს 1

„— ნეტავ იცოდე, 
როგორ მიყვარხარ!“ 
წამოგცდა უცებ 
და სიკვდილიც 
ისე მომწყურდა, 
როგორც სიცოცხლე... 
მიუსაფარი მორბედივით 
მკერდზე გეკრობი, 
მიტირის გული 
დაუტეველ სიხარულისგან... 
აურაცხელი 
და უხრწნელი 
განძის მფლობელის 
შიშითაც ტირის 
ჩემი მისანი...