ტექსტი

მშვიდობით, სიყვარულო

ორჯონიკიძე იზა

4600 ნახვა · დღეს 1

მშვიდობით, სიყვარულო, 
მშვიდობით! 
მხოლოდ შენ ჩამორჩი 
ნოეს კიდობანს, 
მას აქეთ 
ნამღვრევში ფართხალებ, 
მას აქეთ 
წარღვნის მორევში იხრჩობი... 
ნეტავ ვინ დაგწყევლა, 
ერთხელაც, 
ერთხელაც ვერ გადაგარჩინეს, 
მუდამ უასაკო გვიკვდები... 
მშვიდობით, სიყვარულო, 
მშვიდობით, 
მშვიდობით, სიცოცხლევ!