ტექსტი
შავი პიერო (მთარგმნელი: შოთა იათაშვილი)
ჰიუზი ლენგსტონ
შავი პიერო ვარ:
მას არ ვუყვარვარ,
და მე ღამეში შევიპარე
და ღამე იყო ჩემსავით შავი.
შავი პიერო ვარ:
მას არ ვუყვარვარ,
და მე ვტიროდი, სანამ რიჟრაჟი
აღმოსავლეთით გორაკებს სისხლად არ დაეწვეთა
და სისხლისაგან იცლებოდა ეს ჩემი გულიც.
შავი პიერო ვარ:
მას არ ვუყვარვარ,
და დაჩუტულ ბუშტს დამსგავსებული,
მხიარული ოდესღაც სულით,
დილაადრიან გზას გავუდექი
ახალი მუქი სიყვარულის მოსანახავად.
მას არ ვუყვარვარ,
და მე ღამეში შევიპარე
და ღამე იყო ჩემსავით შავი.
შავი პიერო ვარ:
მას არ ვუყვარვარ,
და მე ვტიროდი, სანამ რიჟრაჟი
აღმოსავლეთით გორაკებს სისხლად არ დაეწვეთა
და სისხლისაგან იცლებოდა ეს ჩემი გულიც.
შავი პიერო ვარ:
მას არ ვუყვარვარ,
და დაჩუტულ ბუშტს დამსგავსებული,
მხიარული ოდესღაც სულით,
დილაადრიან გზას გავუდექი
ახალი მუქი სიყვარულის მოსანახავად.