ტექსტი

ქვეყანა (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე)

ჰერბერტი ზბიგნევ

1011 ნახვა · დღეს 24

ძველისძველ რუკაზე ერთი პატარა ქვეყანაა, რომლის გახსენება ცუდ ხასიათზე მაყენებს ხოლმე. ეს გახლავთ ვაშლის, მთაგორების, ზანტი მდინარეების, მწკლარტე ღვინოებისა და სიყვარულის სამშობლო. სამწუხაროდ, დიდმა ობობამ თავის აბლაბუდაში გაახვია იგი და ლორწოვანი ნერწყვით ოცნების ყველა მისასვლელი ამოლესა.
მუდამ ასეა: ანგელოზი ცეცხლის მახვილით, ობობა, სინდისი.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე