ტექსტი

* * * მე ყოველ დილით მივდივარ ბაღში (მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი)

ჯამი აბდ–ორ–რაჰმან

243 ნახვა · დღეს 16

მე ყოველ დილით მივდივარ ბაღში
და თან მიმყვება ამალა დარდის.

კვირტივით ვიგლეჯ თმენის საყელოს,
მოუთმენლობის ცრემლები დამდის.

ვუხმობ და ვიკრებ სათუო ფიქრებს,
რამე ამბავი მამცნობოს იქნებ

მიწიდან ახლად ამოსულ ვარდმა -
მიწაში ახლად ჩასული ვარდის.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე