ტექსტი

* * * ტყუილად ხატავ გულებს მინაზე (მთარგმნელი: ზვიად რატიანი)

ცელანი პოლ

592 ნახვა · დღეს 22

ტყუილად ხატავ გულებს მინაზე: მდუმარების დიდი რაინდი
ჯარისკაცებს უხმობს უკვე კოშკის ეზოში.
ხეზე კენტად აღმართულა მისი დროშა -
შემოდგომის ლურჯი ფოთოლი.
ლაშქარს ურიგებს გულგრილობის ჩალისღერებს, დროის ყვავილებს.
თმაში ჩიტებით, დაშვებული ხმლებისკენ მიდის.
ტყუილად ხატავ გულებს მინაზე: ღმერთი დგას ბრბოში.
აცვია პალტო, შენ რომ მხრიდან ჩამოგისხლტა
სადარბაზოს ბნელ კიბეზე ერთხელ, ღამეში,
როდესაც კოშკი ცეცხლში იდგა,
და ბოდავდი სხვებთან ერთად: უსაყვარლესო...
ვერც პალტო იცნო, არც ვარსკვლავებს არ ასძახა,
მიყვებოდა მხოლოდ ფოთოლს, წინმოფრიალეს.
"ო ჩალისღეროვ", თითქმის ცხადად ჩაესმოდა, "დროის ყვავილო".

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე