ტექსტი
საპასუხო სადღეგრძელო (მთარგმნელი: გიორგი ეკიზაშვილი)
ფრენო ანდრე
გაუმარჯოს შეუძლებლის გამოწვევას
გაუმარჯოს ორ ესოდენ განსხვავებულ უდაბნოს
გაუმარჯოს ნათელს რომელიც მათ ყოფს
გაუმარჯოს უფსკრულის ბუნდოვან ფერებს
გაუმარჯოს მიახლოების მთრთოლვარე ჭეშმარიტებას
გაუმარჯოს ცეცხლის ჩაფიქრებას
გაუმარჯოს მიუღებელს. გაუმარჯოს მადლიერებას.
გაუმარჯოს ერთად სვლას.
გაუმარჯოს ერთად ზეობას.
გაუმარჯოს გაცვლას. გაუმარჯოს აღდგენას.
გაგიმარჯოს შენ. გამიმარჯოს მე.