ტექსტი

საჩუქარი (მთარგმნელი: გიორგი ლობჟანიძე)

ფაროხზადი ფორუღ

1061 ნახვა · დღეს 1

მე ღამეთა ბოლოდან ვსაუბრობ,
მე სიბნელის ბოლოდან
და ღამის კიდიდან ვლაპარაკობ.
შინ თუ მესტუმრები,
საჩუქრად, კეთილო, ლამპა მომიტანე
და ერთი სარკმელი,
რომ იქიდან
ხალხით დაჭედილ, ბედნიერებით აბრჭყვიალებულ
ქუჩას გადავხედო.