ტექსტი
გამრავლების ტაბულა (მთარგმნელი: შოთა იათაშვილი)
უორენი რობერტ პენ
საშობაო ნაძვისხე როკფელერ-ცენტრში
მილიონჯერ დიდი რომ იყოს და
სიბნელეში წამოაქციო,
ღმერთის წელამდე სიმაღლისა და კლდოვანი მთების სიმძიმის მქონე
საგორავი გადაატარო, და გაათხელო ქაღალდივით, ოღონდ ისე, რომ
ამ წყეული ფერად-ფერადი ნათურებიდან ერთიც არ გატყდეს
და ისინი ყიამეთში კვლავაც ბრწყინავდნენ,
მაშინ იქნება ზუსტი სურათი, თუმც
შუქებს მიღმა წყვდიადია, ზამთრის ღამეს კი
კონი-აილენდში მე ვიდექი პირსის ბოლოს, იმ დროს, როდესაც
ფუტურო წკვარამი ნაგაზივით გაყმუოდა (არ იყო ქარი)
და შორს, ქვემოთ დაძრწოდა სინათლე,
რომელიც გავდა პოლისმენის ჯიბის ფარნის შუქს
და ანათებდა - ასე ჩანდა - დაკეტილი მაღაზიების ფასადებს და
მერე ჩაქრა მოულოდნელად. ვარსკვლავები კი ქათქათა და მომცრო იყო
და მე მესმოდა, ზღვა მალულად როგორ წოვდა ნაჭდევებს პირსის,
თითქოსდა ვინმე ბებრუხუნა იწუწნიდა ძილის წინ ღრძილებს.
DC-8 ყვინთავს და იმ წამსვე
ჩემს გვერდით მჯდომი ადამიანი მკაფიოდ იწყებს
გამრავლების ტაბულის კაკვლას.
ხოლო შორს, ქვემოთ
ნერვიული დაბოლოებებივით პულსირებენ ცალკეული სინათლეები.
იქ, დაბლა, მე მყავს მეგობრები - თითოეული მათგანის ცხოვრება
უცნაური ფორმისაა -
ისინი გვანან კვერცხებს, გათხაპნილს სამზარეულოს იატაკზე, ისინი ბზინავენ
ვით მუქ წყალში ზეთის ლაქები. და მე ვფიქრობ, რომ ისინი მიყვარს.
ტელეფონი ხომ სადღაც, ოთახში, წკრიალებს ჯერაც.