ტექსტი
გზისპირის ბალახი (მთარგმნელი: გივი შაჰნაზარი)
სევაკი პარუირ
ბედი მქონია -
არასოდეს
მე კალენდარში
ჩემი მრისხანე საუკუნე არ ამრევია!
და ვერც ვერასდროს ვერ შევიძელ (ვერ შევიძელი...),
ვქცეულიყავი იმ წარმავლის ხელში რუპორად,
რომელიც იყო წარმატების ტოლფასოვანი!..
ბედმა მარგუნა -
ვყოფილიყავ ყველასთან ერთად;
მაგრამ - არასდროს მათთან,
ყველას, ყველას სახელით
ვინც ყვიროდა და
ღრიალებდა და ვისაც მუდამ
მოწმედ მოჰყავდა ყველა ერთად!
თუმცა ეს "ყველა"
მხოლოდ სახელი იყო,
თორემ ჩირად არ ღირდა!..
ბედმა მარგუნა -
ხშირად მხოლოდ კალმისტარს ვწოვდი,
და თუმცა ხშირად მხოლოდ ასე ვივსებდი... მუცელს,
კალამი მაინც არასოდეს გამიყიდია...
ბედი მქონია -
ისე როგორც აი იმ... ბალახს,
გზის ნაპირას რომ ამოსულა:
მუდმივ ბეკნაში
მე ღეროს ნაცვლად,
იძულებით,
ღრმად ფესვს ვიდგამდი!..
არასოდეს
მე კალენდარში
ჩემი მრისხანე საუკუნე არ ამრევია!
და ვერც ვერასდროს ვერ შევიძელ (ვერ შევიძელი...),
ვქცეულიყავი იმ წარმავლის ხელში რუპორად,
რომელიც იყო წარმატების ტოლფასოვანი!..
ბედმა მარგუნა -
ვყოფილიყავ ყველასთან ერთად;
მაგრამ - არასდროს მათთან,
ყველას, ყველას სახელით
ვინც ყვიროდა და
ღრიალებდა და ვისაც მუდამ
მოწმედ მოჰყავდა ყველა ერთად!
თუმცა ეს "ყველა"
მხოლოდ სახელი იყო,
თორემ ჩირად არ ღირდა!..
ბედმა მარგუნა -
ხშირად მხოლოდ კალმისტარს ვწოვდი,
და თუმცა ხშირად მხოლოდ ასე ვივსებდი... მუცელს,
კალამი მაინც არასოდეს გამიყიდია...
ბედი მქონია -
ისე როგორც აი იმ... ბალახს,
გზის ნაპირას რომ ამოსულა:
მუდმივ ბეკნაში
მე ღეროს ნაცვლად,
იძულებით,
ღრმად ფესვს ვიდგამდი!..